ანსამბლი

      ანსამბლი "შავნაბადა" 2005 წელს ბავშვთა ანსამბლ "მართვესა" და "ბიჭების" აღსრდილებისგან შეიქმნა.
 ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს, როგროც ქართულ ხალხურ, ასევე საეკლესიო და ხალხურ ინსრტუმენტულ მუსიკას.

ანსამბლმა არსებობის მანძილზე გამოსცა 7 აუდიო ალბომი. აქედან 2 გამოცემა ეძღვნება ქართულ ტრადიციულ გალობას და წარმოადგენს ქართული საეკლესიო გალობის თვითმასწავლებელს. აღნიშნული გამოცემა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მომზადდა და უფასოდ ვრცელდება გალობის შესწავლის მსურველთათვის.

"შავნაბადამ" იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც გამართა კონცეტები, ქართული გალობა-სიმღერის მასტერკლასები, ლექცია-კონცერტები და მონაწილეობა მიიღო არაერთ ფესტივალში.

"შავნაბადა" აქტიური ცხოვრების გამო ხშირად ხდება პრესისა და მედიის ყურადღების ცენტრში. მათ შორის იყო "ბი-ბი-სი"-ს რამდენიმე გადაცემა, სადაც ანსამბლმა ეროვნული კულტურა წარმოადგინა

ანსამბლი გარდა სასიმღერო შემოქმედებისა, ატარებს ექსპედიციებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში ტრადიციული სამუსიკო კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის.

 

ანსამბლის წევრები
გაგა აბაშიძე
მეორე ხმა და ბანი
მიშა ჯავახიშვილი
პირველი და მეორე ხმა
კოტე ამაშუკელი
პირველი და მეორე ხმა
გიორგი ნარმანია

პირველი ხმა

ბაჩო წიკლაური

პირველი და მეორე ხმა

ლაშა ბედენაშვილი
პირველი ხმა და კრიმანჭული
ავთო მეგრელიშვილი
ბანი
ირაკლი კოპალიანი
ბანი
გიორგი სვანიძე
ბანი
გიორგი კანანაძე
ბანი
საბა კემულარია
ბანი
დავით მაზიაშვილი

ბანი

დათო ცინცაძე
კრიმანჭული და ბანი
(ანსამბლის ხელმძღვანელი)